პანდემიისა და პოლარიზაციისას საქართველო საჭიროებს თქვენს მზრუნველობასა და ლოცვას – პრეზიდენტი პატრიარქს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაბადების დღე ოფიციალური წერილით მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

პრეზიდენტის მისალოც ოფიციალურ წერილში კათოლიკოს-პატრიარქისადმი ნათქვამია:

“საქართველოს პრეზიდენტი 04.01.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს

თქვენო უწმიდესობავ,

გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით!

მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს. დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას.

მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას!

პატივისცემითა და სიყვარულით,

სალომე ზურაბიშვილი”.

ბოლო სიახლეები