2021 წლის 30 ოქტომბერს პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ლუბლინ-ჩელის ეპარქიში გაიმართა შემოდგომის ტრადიციული სამღვდელო კრება.
კონფერენციის დაწყებნის წინ აღესრულა საღმრთო ლიტურგია, რომელსაც დაესწრო ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, ლუბლინ-ჩელის მთავარეპისკოპოსი აბელი.
საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდეგ მთავარეპისკოპოსი აბელი შეკრებილ სასულიერო პირებს მიესალმა და წლევანდელი შეხვედრის დღის წესრიგი გააცნო, რომლის შერჩეულმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს მომზადებული ნაშრომები:
1. “ჩელმის ღმრთისმშობლის ხატი, ისტორიული გენეზისი დღევანდელ კონტექსტში”, რომელიც წარმოადგინა პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა იაროსლავ შჩურმა;
2. “ევქარისტია, როგორც უკვდავების წყარო პანდემიისას”, რომელიც წარმოადგინა თურქოვიცის მონასტერში მოღვაწე მონაზონმა ეუფალიამ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.


