ვარშავის სასულიერო სემინარიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ვარშავის სასულიერო სემინარიაში ახალი 2021/2022 სასწავლო წელი დაიწყო.

ტრადიციისამებრ საღმრთო ლიტურგია აღასრულა უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ. წირვას დაესწრნენ პროფესორები, სტუდენტები და სხვა მორწმუნენი.

საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდეგ უნეტარესი მიტროპოლიტი საბა პირადად შეხვდა სტუდენტებს და მათთან ერთად განიხილა სემინარიის ახალი გამოწვევები.

პოლონეთის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი – ვარშავის სასულიერო სემინარია, რომელიც მომავალ სასულიერო პირებსა და თეოლოგებს ასწავლის და ამზადებს.

ბოლო სიახლეები