პოლონეთის ეკლესია მხარს უჭერს უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 26 ოქტომბერს უნეტარესი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის საბას თავმჯდომარეობით შედგა პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება, რომელმაც დაადასტურა უკვე მიღებული განჩინება. 

2019 წლის ოქტომბერში პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი და დადებითად შეფასდა უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის არსებობის შესაძლებლობა, მაგრამ პოლონეთის ეკლესია არ იზიარებს მსოფლიო კრებების განჩინებას, რომლებიც ადგენენ სქიზმატების კანონიკურ ეკლესიაში მიღების საკითხს (იხ. Ι მსოფლიო კრების VIII კანონი, კართაგენის კრების 69-ე კანონი და სხვ.).

შეგახსენებთ, წარსულში უკრაინაში არსებული სქიზმატური ეკლესიები მილიონობით მორწმუნით 2018-2019 წლებში კანონიკურ ეკლესიას დაუბრუნდნენ, რაც ადგილობრივ ეკლესიათა გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ისტორიულად პოლონეთის ეკლესია უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის არსებობის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო.

ბოლო სიახლეები