პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ ვარშავის საკათედრო ტაძარში აღასრულა მღვდლად კურთხევის საიდუმლო.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმა, მღვდელმთავარს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია აღასრულოს მღვდლად კურთხევა თუ სამღვდელო კანდიდატს გააჩნია უმაღლესი სასულიერო განათლება.



