პოლონეთში წმ. გრიგოლ ფერაძის ხსენებას წელს ორი ღონისძიება მიეძღვნა, საქართველოში – არცერთი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტ გრიგოლის (ფერაძე) 2021 წლის ხსენების დღესასწაულს პოლონეთში ორი ღონისძიება მიეძღვნა.

პირველი ღონისძიება იყო გამოფენის გახსნა ხატთა მუზეუმში, ხოლო მეორე – კავკასიის მე-18 კონფერენციის გახსნა “გრიგოლ ფერაძე (2021 წლის 6-8 დეკემბერი)”, რომელიც გაიხსნა 2021 წლის 6 დეკემბერს საღამოს ვარშავის უნივერსიტეტში.

კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დაბადებიდან 75 წლის იუბილე მიულოცეს ვარშავის წმიდა გრიგოლ არქიმანდრიტის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა მკვლევარს, დეკანოზ ჰენრიკ პაპროცკის. აღნიშნულთან დაკავშირებით ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევამ მოამზადა პუბლიკაცია, რომელშიც წარმოდგენილია მამა ჰენრიკის პუბლიკაცია “შენ აღასრულე ქრისტეს მცნებანი, მოწამეო გრიგოლ”.

საქართველოში 2021 წელს წმიდა გრიგოლ ფერაძის ხსენებას არცერთი ღონისძიება მიეძღვნა.

ბოლო სიახლეები