წმიდა მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღე იზეიმეს პოლონეთის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში.
ხუთ საუკუნეზე მეტია, რაც ვარშავა-ბიელსკოს ეპარქიაში, ორლას რეგიონის მკვიდრნი განსაკუთრებულ პატივს სცემენ ქრისტეს საყვარელ მოწაფეს – წმიდა მოციქულსა და მახარებელს იოანე ღმრთისმეტყველს.
მიუხედავად იმისა, რომ წმიდანის სახელობის ტაძარი ორლაში მე-20 საუკუნეში ციხედ გადააკეთეს. დღემდეა შემორჩენილი წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის პირვანდელი საძირკველი.
რეგიონს ესტუმრა უნეტარესი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა, რომელმაც სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.


