კუნძულ მალტაზე მართლმადიდებლურ ტაძარზე ვანდალური თავდასხმა განხორციელდა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

კუნძულ მალტაზე არსებული რუმინული სამრევლო, რომელიც რუმინეთის საპატრიარქოს ეკუთვნის ვანდალებმა დაარბიეს. 

ვანდალებმა წმინდა როკის ეკლესიის კარზე ნავთი და ბენზინი შეასხეს. 

პოლიცია აგროვებს CCTV-ს ვიდეო კადრებს ახლომდებარე დაწესებულებებიდან, რათა შეეცადოს დამნაშავეების იდენტიფიცირებას.

ადგილობრივი სამრევლოს წინამძღვარი ამბობს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა და მას ეჭვმიტანილი არ ჰყავს მხედველობაში.

ადგილობრივმა კათოლიკურმა საზოგადოებამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა მართლმადიდებლურ საზოგადოებას და ინციდენტის შემდეგ ტაძრის წინამძღვარს პრეზიდენტი ჯორჯ ველაც კი დაუკავშირდა ამბის გამოსაკითხად და მომხდარის გამო მხარდასაჭერად.

წმინდა როკის ტაძარი ყოფილი კათოლიკური ეკლესიაა, რომელიც 25 წლის წინ გადაეცა რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას კუნძულ მალტაზე.

ბოლო სიახლეები