მოვუწოდებთ ჩვენს სასულიერო პირებს, შეაგროვონ საკვები, ტანსაცმელი, წამლები – რუმინეთის საპატრიარქო

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

გაიმართა რუმინეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საშემოდგომო სხდომა

რუმინეთის საპატრიარქოს წმიდა სინოდის განჩინებაში აღნიშნულია:

“ჩვენ გავდივართ უკიდურესად რთულ პერიოდს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით, როდესაც ბევრ ადამიანს სცდის ახალი ეპიდემია, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ პერიოდში ჩვენ ძალიან გვჭირდება ლოცვა და ძმური თანადგომა, ძალიან გვჭირდება ღმერთთან დაახლოება და პრაქტიკული სოლიდარობის გამოვლენა სხვა ადამიანებთან.

ჩვენი სულისა და სხეულის მომზადება და განწმენდა არ ხდება მხოლოდ წმიდა აღსარებისა და წმიდა ევქარისტიის მეშვეობით, არამედ ქველმოქმედებითაც! ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი წმიდა ეკლესიის სასულიერო პირებს და საერო პირებს, შეაგროვონ საკვები, ტანსაცმელი და წამლები სამრევლოების, მონასტრების, დეკანოზებისა და საეპარქიო ცენტრების მეშვეობით და მთელი შობის მარხვის განმავლობაში დავანაყროთ ყველა მშიერი”, – ვკითხულობთ რუმინეთის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებაში.

ბოლო სიახლეები