2007 წლის 30 ივლისს ღვთივმიიცვალა უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქი თეოქტისტე.
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის თანახმად, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვრივებულ საპატრიარქო ტახტს მოსაყდრეობა გაუწია რუმინეთის საპატრიარქოს წმიდა სინოდის ქიროტონიით უპირატესმა მღვდელმთავარმა, ბანატას მიტროპლიტმა ნიკოლოზმა. მოსაყდრემ თავისი კანდიდატურა საპატრიარქო არჩევნებზე არ დააყენა.
2007 წლის 12 სექტემბერს გამართულ საპატრიარქო არჩევნებში მღვდელმთავრებმა კანდიდატებად დასახელეს სამი მღვდელმთავარი;
კლუზის მიტროპოლიტი ბართლომეოსი;
მოლდავისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი დანიელი;
ოლტენის მიტროპოლიტი თეოფანე.
ხმათა უმრავლესობით რუმინეთის საპატრიარქო არჩევნებში გაიმარჯვა მიტროპოლიტმა დანიელმა და ეწოდა დანიელ I, უნეტარესი პატრიარქი სრულიად რუმინეთისა.



მიტროპოლიტი თეოფანე
