რუმინეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსი – “ქართველმა კაცმა შეგვინარჩუნა თვითმყოფადობა”

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

სრულიად რუმინეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, პლეიშტის ეპისკოპოსმა ვარლაამმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა ბუქარესტის წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში.

ეპისკოპოსმა ვარლაამმა ისაუბრა ისაუბრა წმიდა მიტროპოლიტ ანთიმოზის ღვაწლის შესახებ, რომელიც იყო წმიდა კონსტანტინე ბრინკოვიანუს თანამოღვაწე რუმინეთისთვის განმათავისუფლებელ ბრძოლაში.

,,მან (წმიდა ანთიმოზმა) დააარსა პირველი უფასო საჯარო სკოლები; მან განამტკიცა რუმინელ ერში მართლმადიდებლობა, მან შექმნა ხელოვნების ნიმუშები და სული ჩაუდგა რუმინულ მწერლობას, დაბეჭდა წიგნები ხუთ ენაზე და აღადგინა ჩვენი მკვდარი ტრადიციები! ერთმა ქართველმა კაცმა შეგვინარჩუნა თვითმყოფადობა მთელ ერს! ნეტარია მისი სახელი”, – განაცხადა ქადაგებისას ეპისკოპოსმა ვარლაამმა.

ბოლო სიახლეები