ბუქარესტისა და სრულიად რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა საპატრიარქო რეზიდენციაში რუმინელი მომღერლები მიიღო, რომელთაც რუმინეთის ეკლესიის მეთაურისთვის საშობაო სიმღერები შეასრულეს. პატრიარქმა დანიელმა სტუმრები დალოცა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა.
