ალექსანდრიის საპატრიარქომ გააცოცხლა პენტარქიის ინსტიტუტი, რომელიც რუსეთის ეკლესიას განსჯის – არქიმანდრიტი კირილე (ჰოვორუნი)

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საყოველთაოდ ცნობილია, რომ  რუსეთის ეკლესია ანტიკანონიკურად შეიჭრა ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქციაში და დაარსა “აფრიკის საეგზარქოსო”. აღნიშნულთან დაკავშირებით ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა სინოდმა მკაცრი რეაგირება მოახდინა: 1. მიმართა მსოფლიო პატრიარქს პრესვიგენულ ეკლესიათა კრება მოიწვიოს; 2. განკვეთას ყველას, ვინც ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქციაში ანტიკანონიკურად იმოქმედებს.

ალექსანდრიის უძველესი ეკლესიის მყისიერ და მკაცრ პოზიციას აფასებს რუსეთის ეკლესიის გამოჩენილი სასულიერო პირი და ეკლესიოლოგიის პროფესორი, არქიმანდრიტი კირილე (ჰოვორუნი).

მამა კირილე თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს რეაქცია სრულიად კოორდინირებულია მსოფლიო საპატრიარქოსთან. იგი მოიცავს დიდი ხნის განმავლობაში მიძინებული პენტარქიის ინსტიტუტის გააქტიურებას, სადაც რომის საყდარს კვიპროსის საყდარი ჩაანაცვლებს, რომელმაც ავტოკეფალია მსოფლიო კრებისგან მიიღო. 

არქიმანდრიტი კირილე აცხადებს, რომ პენტარქიის კრების მთავარი მიზანი უმაღლესი საეკლესიო სასამართლოს მოწყობაა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებებს შეაფასებს და შესაბამისად განსჯის. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა ამის მრავალი მიზეზი წარმოქმნა, როგორც მაგალითად პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების VI კანონის ფაქტობრივი გაუქმებაა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან. გარდა ამისა, პენტარქიულ კრებას ექნება მიზეზი განსაჯოს ის მღვდელმთავრები და მღვდელმსახურები, რომელთაც ხმა აღიმაღლეს და დაგმეს უძველესი პრესვიგენული საპატრიარქოები. 

ეს იქნება იმ ძველი ტრადიციისა და წესის აღდგენა, როდესაც მსგავს შემთხვევებში მსოფლიო პატრიარქი პენტარქიის ეკლესიათა მეთურებს (ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი და კვიპროსი), როგორც მსოფლიო კრებათა ეკლესიების მწყემსმთავრებს იწვევდა და ეკლესიაში წამოჭრილ სხვადასხვა სახის პრობლემებს ჭრიდა.

კითხვა თუ რატომ არ იწვევს მსოფლიო პატრიარქი სრულიად მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებს დიდ კრებაზე, პასუხი შემდეგია: მას არ სურს უხერხული ვითარება შეუქმნას იმ ეკლესიებს, რომელთაც ჯერ არ დაუმყარებიათ ევქარისტიული კავშირი უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან, რადგან ასეთ კრებას აუცილებლად უნდა დაესწროს უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის  მიტროპოლიტი ეპიფანე, როგორც სხვა ავტოკეფალურ ეკლესიათა მეთურებს შორის თანასწორი.

ბოლო სიახლეები