გარდაიცვალა პატრიარქ კირილეს უფროსი ძმა, პროფესორი, დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 30 დეკემბერს, ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში ღმრთივმიიცვალა სანკტ-პეტერბურგის უფლის ფერისცვალების სახელობის ტაძრის საპატიო წინამძღვარი, 1986-1987 წლებში ლენინგრადის (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი) სასულიერო აკადემიის რექტორი, პროფესორი, დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევი – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს უფროსი ძმა.

ნიკოლოზ გუნდიაევი დაიბადა 1940 წლის 18 ნოემბერს, დეკანოზ მიქაელისა და რაისა გუნდიაევების ოჯახში.

ნიკოლოზ გუნდიაევს ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტმა ნიკოდიმემ (როტოვი) 1966 წელს ხელი დაასხა დიაკვნად, 1967 წელს – მღვდლად. მამა ნიკოლოზს 1971 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება. დეკანოზი ნიკოლოზი სხვადასხვა დროს დაჯილდოვდა მიტრისა და ორი გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით.

პროფესორი, დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევი სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის საპატრიარქოს მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თავისი უმცროსი ძმის, ვლადიმერის – ამჟამად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს აღზრდაში.

დეკანოზ ნიკოლოზს 2022 წლის 2 იანვარს აუგებენ წესს და დაკრძალავენ სანკტ-პეტერბურგის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრის სასაფლაოზე.

მრავალმოწყალე უფალმა შეიწყალოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს ახალშესვენებულ დეკანოზ ნიკოლოზის უკვდავი სული და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.

დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევი

ბოლო სიახლეები