ცნობილი პრორუსი ქართველი მღვდელმთავარი სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს უპირისპირდება და ამბობს რომ უკრაინაში არსებული ავტოკეფალური ეკლესია (რუსეთისგან დამოუკიდებელი) დაწყევლილია
,,ვიღაც ეპიფანე, შეჩვენებული 9-გზის, ის ვაღიაროთო, ჭკუა გვაქვს თავში, კაცო? შენ რუსმა რაღაც დაგიშავა, ქრისტესგან რა გინდა? დაინგრევი, განადგურდები შვილო, გაგანადგურებს უფალი იმიტომ, რომ ვის ეხები, ქრისტეს ეკლესიას, ერთიან ეკლესიას, ერთ სხეულს? ამიტომ არ შეიძლება ეს, ეკლესია ერთია. ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაა” – დასძინა სხალთელმა.