კავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერი რუსეთის ეკლესიას ეწვია [ფოტო, ვიდეო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 12 ოქტომბერს რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია კავკასიის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს ლიდერი, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე.

ამავე დღეს, მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილესა და შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს შეხვედრა (ვიდეო იხ. ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=O6DfAnEwjg0).

შეგახსენებთ, რომ დღეს, 2021 წლის 13 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს, ყოველთა სომეხთა უმაღლეს პატრიარქ-კათოლიკოს გარეგინ მეორესა და კავკასიის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს ლიდერ შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს შორის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები