კრემენჩუკისა და ლუბენსკის მიტროპოლიტმა რუსეთის პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელმა კირილე გუნდიაევმა რუსეთის მიერ წამოწყებული საომარი მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გაამართლა, უკრაინაში ანტირუსული განწყობები გაიზარდა. 

უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის ავტორიტეტი ასევე ძალიან დაეცა და სამრევლოები და სასულიერო პირები უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას უერთდებიან. გარდა ამისა მრავალმა მღვდელმთავარმა კირილე გუნდიაევის მოხსენიება შეწყვიტა. 

ამჯერად კირილე გუნდიაევის მოხსენიება უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა  კრემენჩუკისა და ლუბენსკის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა შეწყვიტა.

ბოლო სიახლეები