მინსკში ბელარუსის პირველი ეგზარქოსის, მიტრ. ფილარეტის ძეგლი დაიდგა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დადგეს და გაიხსნა სრულიად ბელარუსის პირველი საპატრიარქო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის ძეგლი.

ძეგლთან 2022 წლის 5 ივნისს მივიდა და პატივი მიაგო რუსეთის პატრიარქმა კირილემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბელარუსში მიმდინარე წლის 4-6 ივნისს.

ძეგლის პატივგებაში ასევე მონაწილეობდნენ სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, სხვა მღვდელმთავრები და სამღვდელო დასი.

მიტროპოლიტი ფილარეტი (ვახრომეევი) 1965 წელს იქნა ხელდასხმული მღვდელმთავრად. ის 1978 წელს დადგინდა მინსკისა და ბელარუსის მიტროპოლიტად, ხოლო 1989 წლიდან ეწოდა სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი. მიტროპოლიტი ფილარეტი 2013 წლის 25 დეკემბერს გავიდა პენსიაზე და ეწოდა სრულიად ბელარუსის საპატიო საპატრიარქო ეგზარქოსი, წმიდა სინოდის მუშაობაში მონაწილეობის უფლებით და განესაზღვრა საპატიო პროტოკოლური ადგილი ღვთისმსახურებისა და ოფიციალური ცერემონიებისას.

სრულიად ბელარუსის საპატიო საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი 2021 წლის 12 იანვარს, თავისი ამსოფლიური ცხოვრების 86-ე წელიწადს გარდაიცვალა კორონავირუსული ინფექციის შედეგად. დაკრძალულია ბელარუსში, ჟიროვიჩის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სტავროპიგიალურ მონასტერში.

ბოლო სიახლეები