მოსკოვის საპატრიარქო აფრიკაში რუსული ეპარქიის დაარსებას გეგმავს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ, რაც ალექსანდრიის უძველესმა პრეზვიგენულმა საპატრიარქომ აღიარა კანონიკურად დაარსებული უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რუსეთის ეკლესიამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპისა და პატრიარქის თეოდორე მეორესადმი შანტაჟი და მუქარები დაიწყო.

რუსეთის ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობენ, რომ მოსკოვის საპატრიარქო ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციაში შეიჭრება, სადაც რუსულ მიტროპოლიას დააარსებს. რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის ბოლო სხდომაზე ამ საკითხზე მუშობა მთავარეპისკოპოს ლეონიდეს (გორბაჩევი) დაევალა. 

მოსკოვის საპატრიარქო და რუსეთის ხელისუფლება ამ გზით ცდილობენ შური იძიონ და პასუხი აგებინონ ალექსანდრიის საპატრიარქოსა და პატრიარქს, იმ იმედით, რომ უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას გააუქმებს. ამ მიზნის განხორციელებისთვის რუსეთი პირდაპირ მუშაობს ალექსანდრიელი მღვდელმთავრების დაშინებისა და გადმობირების საკითხზე.

მსოფლიო საპატრიარქოში და მის გარეთ სჯერათ, რომ რუსეთის ეკლესიის ეს ანტიკანონიკური და ანტიქრისტიანული ნაბიჯი ჩაშლისთვის არის განწირული, სადაც პირველი და უკანასკნელი დაზარალებული მხოლოდ რუსეთის ეკლესია იქნება, რომელიც დიდი მონდომებით მიუძღვის რუს მართლმადიდებლებს კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა, რაც სინამდვილეში რუსეთის ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს და გეოპოლიტიკურ თამაშებს თამაშობს.

ამ ფაქტს ადასტურებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), რომელიც მხარს უჭერს ალექსანდრიის საპატრიარქოს “აოხრებას”, რადგან მას და რუსეთის ეკლესიის სხვა წარმომადგენლებს სწამთ, რომ მსოფლიო საპატრიარქო და ალექსანდრიის საპატრიარქო სქიზმაში გავიდნენ, ხოლო კანონიკურობისა და ჭეშმარიტების განმსაზღვრელი რუსეთის ეკლესიაა, რომელიც სინამდვილეში თავად მიიწევს ეკლესიის მიღმა ანუ სქიზმისაკენ.

ბოლო სიახლეები