პატრიარქი კირილე კადიროვზე: ,,პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და მიზანმიმართული ლიდერი”

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ (გუნდიაევმა) ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს რამზან კადიროვს 45 წლის იუბილე მიულოცა.

კერძოდ, მან მადლობა გადაუხადა კადიროვს “ეთნიკური მშვიდობისა და ინტერ-რელიგიური ჰარმონიის განმტკიცებისათვის, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ გამოხატული ყურადღებისათვის.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ “ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურობის წლებში კადიროვმა ჩამოაყალიბა თავი, როგორც პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და მიზანმიმართული ლიდერი”.

”მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მუშაობისთვის, რომელიც მიმართულია ეთნიკური მშვიდობისა და რელიგიათშორისი ჰარმონიის განმტკიცებისკენ, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მახაჩკალის ეპარქიის საქმიანობისადმი თქვენი ყურადღებისათვის. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისა და კეთილი ნების მქონე ადამიანების თანამშრომლობა გააგრძელებს საზოგადოებაში ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების დამკვიდრებას და ახალგაზრდა თაობის პატრიოტულ აღზრდას “, – განაცხადა პატრიარქმა კირილემ

ბოლო სიახლეები