პატრიარქმა კირილემ თავის უფროს ძმას, დეკანოზ ნიკოლოზს წესი აუგო [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 2 იანვარს, სანკტ-პეტერბურგის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ წესი აუგო თავის უფროს ძმას, ამავე ტაძრის საპატიო წინამძღვარს, პროფესორს, დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს.

წესის აგებამდე ტაძარში სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ბარსანოფიმ აღავლინა საღმრთო ლიტურგია, რომელსაც პატრიარქი კირილე საკურთხეველში დაესწრო.

პატრიარქმა კირილემ პირადად უხელმძღვანელა თავისი ძმის, დეკანოზ ნიკოლოზის დაკრძალვას სანკტ-პეტერბურგის წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრის სასაფლაოზე.

დაკრძალვის შემდგომ გაიმართა ტრაპეზი, სადაც პატრიარქმა კირილემ ისაუბრა თავისი უფროსი ძმის, დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

ძმის დაკრძალვის შემდგომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სანკტ-პეტერბურგში მოინახულა თავისი სულიერი მოძღვრის, მიტროპოლიტ ნიკოდიმეს (როტოვი) და ხორციელი მშობლების, დეკანოზ მიქაელისა და რაისა გუნდიავების საფლავები და პანაშვიდები აღასრულა მათი სულების საოხად.

სანკტ-პეტერბურგის უფლის ფერისცვალების სახელობის ტაძრის საპატიო წინამძღვარი, 1986-1987 წლებში ლენინგრადის (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი) სასულიერო აკადემიის რექტორი, პროფესორი, დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევი ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2021 წლის 30 დეკემბერს 81 წლის ასაკში ღმრთივმიიცვალა.  მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თავისი უმცროსი ძმის, ვლადიმერის – ამჟამად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს აღზრდაში.

იხილეთ ფოტოები

ბოლო სიახლეები