პატრიარქმა კირილემ სერგი რადონეჟელის ორდენით დააჯილდოვა დიმიტრი მედვედევი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 28 ოქტომბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ღირსი სერგი რადონეჟელის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა რუსეთის ფედერაციის მესამე პრეზიდენტი, 2012-2020 წლებში რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი.

აღნიშნული ორდენი დიმიტრი მედვედევს გადაეცა ახალი იერუსალიმის სტავროპიგიალური მონასტრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისა და დაბადებიდან 55 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, რომელიც მას გასულ 2020 წელს შეუსრულდა.

დაჯილდოება შედგა მოსკოვის დანილოვის სტავროპიგიალური მონასტრის საპატრიარქო და სინოდურ რეზიდენციაში.

ბოლო სიახლეები