პუტინმა პატრიარქი კირილე დააჯილდოვა ანდრია პირველწოდებულის ორდენით [ფოტო, ვიდეო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დაბადებიდან 75 წლის აღსანიშნავად, 2021 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში აღნიშნული დაჯილდოების შესახებ ნათქვამია, რომ რუსეთის პატრიარქ კირილეს ხსენებული უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა “სულიერი და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხალხებს შორის მშვიდობისა და ჰარმონიის განმტკიცებაში”.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა მოსკოვში, კრემლის ეკატერინეს დარბაზში.

ბოლო სიახლეები