რუსეთის ეკლესია ალექსანდრიის საპატრიარქოს ტერიტორიაზე შეიჭრა – მოსკოვის საპატრიარქომ აფრიკის საეგზარქოსო დაარსა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

რუსეთის ეკლესია შეიჭრა ალექსანდრიის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე – აფრიკაში, სადაც მოსკოვის საპატრიარქომ საეგზარქოსო დაარსა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს, 2021 წლის 29 დეკემბერს მიიღო რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა.

რუსეთის ეკლესიის აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსოს ეყოლება მეთაური – საპატრიარქო ეგზარქოსი ტიტულით “კლინელი”, ხოლო საეგზარქოსოს შემადგენლობაში ამ ეტაპზე იქნება ორი ეპარქია: ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ აფრიკის დიოცეზები.

ამ ეტაპისთვის რუსეთის ეკლესიის აფრიკის საეგზარქოსოს იურისდიქციაში გაწევრიანდა ალექსანდრიის საპატრიარქოს 102 მღვდელი, რომლებიც ალექსანდრიის მართლმადიდებელ ეკლესიას განუდგნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გამო.

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის აღნიშნული გადაწყეტილება წარმოადგენს მსოფლიო ეკლესიის უწმიდეს კანონთა ანტიქრისტიანულ და უხეშ დარღვევას. აფრიკის კონტინენტი უძველესი დროიდანვე წარმოადგენს ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიას. ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურის ტიტულია “მისი ღვთაებრივი უნეტარესობა პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის”.

რუსეთის ეკლესიამ აღნიშნული ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური გადაწყვეტილებით შური იძია ალექსანდრიის საპატრიარქოზე, რომელმაც კანონიკური ნორმების სრული დაცვით სცნო და აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და ევქარისტიული კავშირი დაამყარა უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

სამწუხაროდ, რუსეთის ეკლესიამ ამ გადაწყვეტილებით გააფორმა თავისი სქიზმაში გასვლა და დადგა წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ.

ბოლო სიახლეები