რუსეთის ეკლესია სრულ ევქარისტიულ კავშირში შედის ჩრ. მაკედონიის ეკლესიასთან

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2022 წლის 16 მაისს სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა სრულად აღადგინა ევქარისტიული და კანონიკური კავშირები ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდბელ ეკლესიათან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სინოდის ოქმში არ არის საუბარი ჩრ. მაკედონიის ყოფილი “სქიზმატური” იერარქიის აღდგენაზე, არამედ პირდაპირ ევქარუსტიული კავშირის დამყარებაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერბეთის ეკლესიამ აღიარა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც ჩრ. მაკედონიის იერარქიის კანონიკურ ხარისხში აღდგენა მოხდა.

სერბეთის ეკლესიის განჩინებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც ეხმაურება და მიესალმება ამ ეკლესიის გადაწყვეტილებას განაახლოს კანონიკური და ლიტურგიკული კავშირი ჩრ. მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო ნახევარი საუკუნის ეკლესიის განხეთქილება. აქედან გამომდინარე რუსეთის ეკლესია ასევე შედის ევქარისტიულ კავშირში ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომლის მეთაური სკოპიე-ოხრიდისა და სრულიად ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარეპისკოპოსი გახლავთ.

შეგახსენებთ, სერბეთის ეკლესიამ ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის იერარქია (რომელიც ნახევარი საუკუნე სქიზმაში იყო) ხელახალი ხელდასხმის გარეშე შეიწყნარა და ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიამაც გაიზიარა. უცნაურია ის ფაქტი, რომ იგივე შემთხვევაში უკრაინის ეკლესიის იერარქიაზე რუსეთის და სერბეთის ეკლესიები აცხადებენ, რომ სქიზმატების ხელახალი ხელდასხმის გარეშე მიღება შეუძლებელია. 

ბოლო სიახლეები