რუსეთის ეკლესიის მორიგი შემოჭრა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 15 ოქტომბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს მოწვევით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელზეც განიხილეს სომხეთში რუსეთის ეკლესიის ეპარქიის (ექსარქიის) დაარსების საკითხი.

მოსკოვისა საპატრიარქოს სინოდმა უკანონოდ დაარსა ერევნისა და სომხეთის ეპარქია და მის მმართველ მღვდელმთავრად დაადგინა ოს სეპარატისებთან თანამშრომლობაში შემჩნეული მთავარეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩევი), რომლის ლოცვა-კურთხევით (როდესაც ის იყო ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი) არაერთხელ დაირღვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციული საზღვრები. მთავარეპისკოპოსი ლეონიდე პერმანენტულად უკანონოდ აგზავნიდა სამღვდელოებას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების პირველი თავის მეორე პარაგრაფის მუხლის თანახმად სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები არიან, რუსეთის ეკლესიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კი წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემოჭრის მორიგ უხეშ უკანონო ქმედებას.

ამ ფაქტზე საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდსა და საპატრიარქოს ადმინისტრაციას საჯარო რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.

ბოლო სიახლეები