რუსეთის მუფთი: “ჩვენ არა მარტო უკრაინას თუ საჭირო გახდა დასავლეთსაც გავათავისუფლებთ”

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

გუშინ 22 სექტემბერს რუსეთის მთავარმა ემერიტუს მუფთმა ტალგატმა ნაწილობრივ მობიკიზაციის გამოცხადების იდეა მოიწინა და განაცხადა:

,,როდესაც მეზობელად გყავს პარაზიტები, ექსტრემისტი ნაცნაცისტების ურდოები, რომლებიც რვა წლის განმავლობაში, რაც ორჯერ მეტია დიდ სამამულო ომზე, აწარმოებდნენ დაგეგმილ ძმათამკვლელ სისხლისღვრას და გენოციდს დონბასის მრავალტანჯულ მიწაზე, ჩვენთვის შეუძლებელია მშვიდად ცხოვრება, მიუღებელია გულგრილობა და უმოქმედეობა”-განაცხადა რუსეთის ემერიტუსმა მუფთმა

ჯერ კიდევ მარტში ტალგატ ტაჯუდინმა განაცხადა რომ რუსეთი იძულებულია “უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაცია გაატაროს”.

რუსეთის უზენაესმა მუფთმა ქადაგების დროს ასევე განაცხადა, რომ ბაშკირიდან მოხალისეთა ბატალიონი დონბასში უკვე გაემგზავრა, მეორეს კი ყურბან ბაირამის შემდეგ გაგზავნიან და მასში რამდენიმე რელიგიური მოღვაწეც იქნება.

ბოლო სიახლეები