რუსეთის პატრიარქის სამძიმარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმრის ოფიციალური წერილი მისწერა უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

“გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლეები შეიწირა.

დაე, უფალმა თავის მარადიულ სამყოფელში დაამკვიდროს უდროოდ გარდაცვლილთა სულები”, – ნათქვამია რუსეთის პატრიარქის სამძიმრის ოფიციალურ წერილში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი.

ბოლო სიახლეები