რუსეთის პატრიარქმა ინტრონიზაციის მე-14 წლისთავი მიულოცა რუმინეთის პატრიარქს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ინტრონიზაციის (აღსაყდრების) მეცამეტე წლისთავი ოფიციალური წერილით მიულოცა უნეტარეს სრულიად რუმინეთის პატრიარქ დანიელს.

მილოცვის წერილის ტექსტი მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“ლოცვით გისურვებთ ჯანმრთელობას, კარგ განწყობას და დიდი უფლის უსასრულო შეწევნას მრავალწლიანი მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობისთვის”, – ნათქვამია მილოცვის წერილში.

სრულიად რუმინეთის პატრიარქის უნეტარესი დანიელის ინტრონიზაცია გაიმართა 2007 წლის 30 სექტემბერს ბუქარესტის წმიდა მოციქულთასწორთა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის საკათედრო ტაძარში.

ბოლო სიახლეები