საერთაშორისო სამხატვრო პლენერი “ბელარუსის მიწის სიწმიდე”

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 28 სექტემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ბელარუსის რესპუბლიკის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა მეექვსე საერთაშორისო მხატვრული პლენერი “ბელარუსის მიწის სიწმიდე”.

საერთაშორისო პლენერი ეძღვნება სრულიად ბელარუსის პირველი საპატრიარქო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის ხსოვნას.

პლენერის გახსნას დაესწრო სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ღონისძიებას მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის საეგზარქოსოდან ასევე დაესწრნენ: გროდნენისა და ვოლკოვისის მთავარეპისკოპოსი ანტონი და მოლოდეჩნენისა და სტოლბცოვის ეპისკოპოსი პავლე.

მოწვეული სტუმრები გაეცნენ ექსპოზიციას, რომელიც მოიცავს მიტროპოლიტ ფილარეტის ოცდაექვს პორტრეტს, თოთხმეტ ექსპლიკაციას ფოტოსურათებით, რომელიც ასახავს ბელარუსის პირველი ეგზარქოსის მიწიერ გზასა და მისი სამოსელის გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილია ბელარუსის, რუსეთისა და მოლდოვას მკვიდრთა ნამუშევრები.

გამოფენის მონახულება შესაძლებელია 2021 წლის 29 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე, ბელარუსის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში.

ბოლო სიახლეები