საქართველოს ეკლესიის შემდეგ რუსეთის ეკლესია უკანონოდ შეიჭრა ალექსანდრიის ეკლესიაში

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საყოველთაოდ ცნობილია რომ 2021 წლის 29 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკანონოდ შეიჭრა ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე და დაარსა რუსული საეგზარქოსო, სადაც ეგზარქოსად დასვა რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩევი; წარსულში ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსი და ცხინვალში არსებული სეპარატისტული რეჟიმის დიდი მხარდამჭერი).

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სათვალავი არ აქვს უკვე მერამდენედ რუსეთის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე შემოიჭრა და უკანონოდ ჩამოგვართვა სომხეთის ეპარქია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების თანახმად საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაშია.

სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო ჩვეულ მდუმარებას განაგრძობს და არ მიმართავს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს არსებული პრობლემის გადაჭრაში დახმარებისთვის.

ბოლო სიახლეები