სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი გარეგინ მეორე რუსეთს ეწვია [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 11 ოქტომბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს მიწვევით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი გარეგინ მეორე.

12 ოქტომბერს მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა პატრიარქ კირილესა და პატრიარქ-კათოლიკოს გარეგინის შეხვედრა. რუსეთის პატრიარქმა კირილემ, სომხეთის ეკლესიასა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და დაბადებიდან სამოცდაათი წლის აღსანიშნავად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდოთი, “დიდებისა და ღირსების” პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი გარეგინ მეორე.

13 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს, ყოველთა სომეხთა უმაღლეს პატრიარქ-კათოლიკოს გარეგინ მეორესა და კავკასიის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს ლიდერ შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს შორის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები