სპირიდონი: “რუსი ტურისტების შეურაწყოფა მკრეხელობაა!”

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საქართველოს ეკლესიის ღიად პროსრუსული განწყობის მღვდელმთავარი, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი რუსი ტურისტების შევიწროვების ფაქტებს გამოეხმაურა და დაგმო.

,,მე მინდა გითხრათ კიდევ ერთი ძალიან უსიამოვნო იცნიდენტის შესახებ – სოციალურ ქსელებში მოვისმინე, რომ ტურისტებს შეურაცხყოფას აყენებენ. სლავებს, რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ჯერ ერთი, სტუმარ-მასპინძელი ხომ მაინც წაგიკითხავს ვაჟა-ფშაველასი? მერე მეორე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული. 
იქიდან მოუწოდა იმ უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ, რუს ტურისტებს ძალიან უხეშად მოეპყარით, თქვენი ქვეყნიდან გამოდევნეთო.  
რა ვიცი, რა შეიძლება ამაზე რომ ითქვას ახლა?! ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი. საწყალ ებრაელებს დევნიდა, სადაც ნახავდა, ხოცავდა ყველგან. მაღაზიაში არ უშვებდა, სასადილოში არ უშვებდა, რესტორანში არ უშვებდა, თავშეყრის ადგილებზე არ უშვებდა. ეს იყო საშინელი დევნა ებრაელი ხალხის. ახლა თქვენ აკეთებთ მაგას რუსების მიმართ. ეს არის. რა ჰქვია მაგას? ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა, კაცო?”

ბოლო სიახლეები