უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდლებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსეთთან გაერთიანებას მისცეს ხმა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მელიტოპოლში უკრაინის რუსული ეკლესიის (მიტროპოლიტ ონოფრეს დაქვემდებარებაში მყოფი) წმინდა საბას მამათა მონასტრის სასულიერო პირებმა და მსახურებმა ფსევდორეფერენდუმში მონაწილეობა მიიღეს და რუსეთთან გაერთიანებას მისცეს ხმა.

ამის შესახებ რაშისტების ადგილობრივი ტელეგრამის არხი იტყობინება.

ბერებმა არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღეს უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალურ კენჭისყრაში, არამედ თავიანთი მონასტერი გადასცეს რუს ოკუპანტებს ღონისძიების ორგანიზებისთვის.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის რუსული ეკლესია მხარს უჭერს რუს ოკუპანტებს და იყენებს თავის სულიერ ავტორიტეტს ადგილობრივი მოსახლეობის გადასაბირებლად.

ბოლო სიახლეები