2022 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე, საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – ცხინვალში არსებულ რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკურად მოქმედ ტაძარში საშობაო მსახურება თვითნებურად აღავლინეს რუსეთის ეკლესიის მღვდელმსახურებმა.
მსახურება აღსრულდა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ რუსეთის ეკლესიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში.
აღნიშნული ტაძარი ანტიკანონიკურად იმყოფება რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის იურისდიქციაში, რომლითაც რუსეთის ეკლესია პირდაპირ და უხეშად არღვევს საეკლესიო სამართლის შესაბამის კანონებსა და ახორციელებს საქართველოში საეკლესიო ოკუპაციას, რაზეც, სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო კვლავინდებურად დუმს და არ აპროტესტებს მოსკოვის საპატრიარქოს შემოჭრას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე.


წყარო: https://cominf.org/node/1166540747
მთავარ ფოტოზე: რუსეთის ეკლესიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი ქალაქ ცხინვალში