აცრის მოწინააღმდეგეები ფსიქიატრებმა უნდა შეამოწმონ – მიტროპოლიტი გერმანე

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთმა უხუცესმა მღვდელმთავარმა, ილიასის მიტროპოლიტმა გერმანემ თავის ქადაგებაში ისაუბრა კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ.

მღვდელმთავარმა მორწმუნეებს შეახსენა საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილება, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია ეპიდემიური სიტუაციიდან.

მიტროპოლიტმა გერმანემ განაცხადა:

“ვაქცინის მოწინააღმდეგებზე ხშირად ვფიქრობ… მე ვფიქრობ, ისინი ფსიქიატრიულ შემოწმებას უნდა გადიოდნენ. ეს ხალხი თვითმკვლელია! როგორ შეიძლება გტკიოდეს თავი და არ დალიო გამაყუჩებელი?! შენ ხომ სადისტი იქნები?! როგორ შეიძლება მეცნიერებამ მოგვცეს წამალი, რომელიც გარდაცვალებისგან გვიცავს და ჩვენ უარი განვაცხადოთ?! ეს ხომ თვითმკვლელობაა!”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა გერმანემ.

ბოლო სიახლეები