კერკირაზე წმიდა სპირიდონ ტრიმითუნტელის ხსენება იზეიმეს [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

კუნძულ კერკირაზე, დღეს, 2021 წლის 12 დეკემბერს, წმიდა მღვდელმთავარ სპირიდონ საკვირველთმოქმედის, ტრიმითუნტელი ეპისკოპოსის ხსენების დღე იზეიმეს იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინეს საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმთავარმა, კერკირას მიტროლიტმა ნექტარიოსმა და სერბეთის ეკლესიიდან სტუმრად მყოფმა მონტენეგროს მიტროპოლიტმა ინოკენტიმ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად.

წმიდა სპირიდონ საკვირველთმოქმედი, ტრიმითუნტის ეპისკოპოსი მესამე-მეოთხე საუკუნეებში მოღვაწეობდა.

მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი და აცხოვნე სულნი ჩვენი. ამინ.

ბოლო სიახლეები