ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მიტროპოლიტს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 15 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის სისხლის სამართლის პირველმა საინტანციო სასამართლომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ზიხნისა და ნევროკოპიის მიტროპოლიტი იეროთესი და მისი ეპარქიის მთავარხუხესი დამნაშავედ სცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

საბერძნეთის პროკურატურა მათ საეკლესიო ქონების გაფლანგვას ედავება. თესალონიკის სისხლის სამართლის პირველმა საინსტანციო სასამართლომ ბრალდებულ მღვდელმთავარსა და მღვდელს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება დაუტოვა. გარდა ამისა სასამართლომ განაჩინა, რომ სურვილის შემთხვევაში ბრალდებულებს შეუძლიათ გირაოს სახით ოთხი წლის განმავლობაში დღიურად 5 ევრო იხადონ.

ზიხნისა და ნევროკოპიის მიტროპოლიტი იეროთეოსი

ბოლო სიახლეები