რუსეთის ეკლესია დანაშაულს ჩადის – პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესია ანტიკანონიკურად შეიჭრა ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე და მიიღო გადაწყვეტილება დააარსოს ანტუკანონიკური ეპარქია, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი რუსეთის ქმედებებს გამოეხმაურა.

პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე უარყოფითად აფასებს არსებულ ვითარებას აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესია ამ გზით დიდ დანაშაულს ჩადის და ეს მიუღებელია. მეუფე სერაფიმე გამოსავალს პანორთოდოქსული, ანუ საერთომართლმადიდებლური კრების მოწვევაში ხედავს, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი მოიწვევს და ყველა ეკლესიის მწყემსმთავარი მრავალ ეპისკოპოსთან დაესწრება და საკითხს საბოლოოდ გადაჭრის.

ბოლო სიახლეები