დღეს, ახალი სტილით 25 დეკემბერს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა არქიეპისკოპოსმა იერონიმემ სადღესასწაულო მსახურება ათენის წმინდა დიონისე არეოპაგელის სახელობის სამიტროპოლიტო ტაძარში აღასრულა.


