საბერძნეთი: ათენში მღვდელი არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დაპატიმრებულია 37 წლის მღვდელი, რომელიც გახლავთ სამი შვილის მამა, რომელმაც 2019 წლის ბოლოდან 2020 წლის შუა რიცხვებამდე მრავალგზის გააუპატიურა არასრულწლოვანი ალბანელი გოგონა, რომლის მოძღვარიც და კატეხიზაციის მასწავლებელიც გახლდათ აღნიშნული სასულიერო პირი.

მღვდელი ათენში, კატო პატისიაში მდებარე ეკლესიაში მსახურობს, სადაც საბერძნეთის პოლიციის არასრულწლოვანთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი გოგონას მშობლების საჩივარი შევიდა საბერძნეთის პოლიციის სპეც. განყოფილებაში.

არასრულწლოვანი ალბანელი გოგონას განცხადებით, მღვდელი მას ეკლესიის ქვემოთ არსებულ კატეხიზაციის დარბაზში ხშირად აუპატიურებდა.

საბერძნეთის პროკურატურამ საქმის წარმოება დაიწყო, მღვდელი დააპატიმრა და საქმე ათენის მთავარ სასამართლოს გადასცა, რომელიც სამართლებრივად განსჯის აღნიშნულ სისხლის სამართლის დანაშაულს.

საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა იერონიმე მეორემ, მისი ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ აღნიშნულ სასულიერო პირს უმალვე მღვდელმოქმედება აუკრძალა, ხოლო განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საბერძნეთის საეკლესიო სასამართლო მღვდელს განკვეთს და ერისკაცის დონემდე დაიყვანს.

არასრულწლოვანი გოგონას ადვოკატმა სატელევიზიო ინტერვიუში მადლობა გადაუხადა საბერძნეთის ეკლესიას და აღნიშნა, რომ ელადის ეკლესიის ადმინისტრაცია ბავშვის უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს და ეხმარება სამართალდამცველებს სიმართლის დადგენაში.

ბოლო სიახლეები