საბერძნეთი: კილკისიის ახალი მიტროპოლიტი აკურთხეს [ფოტო & ვიდეო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 16 ოქტომბერს ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ათენის საკათედრო ტაძარში აღასრულა კილკისიის ახალი მიტროპოლიტ ბართლომეს ხელდასხმა (ქიროტონია).

ხელდასხმაში მონაწილეობა მიიღეს წმინდა სინოდის წევრებმა: დიმიტრიას და ალმირის მიტროპოლიტმა ეგნატემ, კორინთოს მიტროპოლიტმა დიონისემ, ახალი იონიისა და ფილადელფიის მიტროპოლიტმა გაბრიელმა, იერისოს, ათონის მთისა და ადრამერიის მიტროპოლიტმა თეოკლიტემ, ლანგადის, ლიტისა და რენდინის მიტროპოლიტმა პლატონმა.

კილკისიის ახლადნაკურთხმა მიტროპოლიტმა ბართლომემ ხელდასხმამდე წარმოთქმულ სიტყვაში წმინდა სინოდის წევრებს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით კი გაიხსენა მისი სულიერი მამის, ქრისტეს დიდი ეკლესიის ჰიმნოგრაფის, გერონდა გერასიმე ათონელის წვლილი მისი ცხოვრების ჩამოყალიბებაში.

დღევანდელი საღმრთო ლიტურგიისა და მიტროპოლიტ ბართლომეს კურთხევის ვიდეო:

ბოლო სიახლეები