საბერძნეთი: პერისტერის ახალი მიტროპოლიტი აკურთხეს [ფოტო & ვიდეო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 16 ოქტომბერს ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ათენის საკათედრო ტაძარში პერისტერის ახალი მიტროპოლიტ გრიგოლის ხელდასხმა (ქიროტონია) აღასრულა.

ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კანონიკური სამართლის პროფესორის, არქიმანდრიტ გრიგოლის პერისტერის მიტროპოლიტად კურთხევაში მონაწილეობა მიიღეს: დიმიტრიას და ალმირის მიტროპოლიტმა ეგნატემ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და ბიოეთიკის პროფესორმა – მესოგიისა და ლავრიოტიკის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის დოგმატიკის პროფესორმა – მესინიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა, ილიის, ახარნისა და პეტრუპოლის მიტროპოლიტმა ათინაგორამ, თესალონიკის უმაღლესი საეკლესიო აკადემიის ლიტურგიკის პროფესორმა – კიტრუს, კატერინისა და პლატამონას მიტროპოლიტმა გიორგიმ და ფთიოტიდის მიტროპოლიტმა სიმეონმა. მსახურებას კი ესწრებოდნენ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის და საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები.

პერისტერის მიტროპოლიტად გამორჩეულმა არქიმანდრიტმა გრიგოლ (პაპათომასი) ქიროტონიამდე წარმოთქმულ სიტყვაში ხაზი ეკლესიის სინოდალური სისტემის მიმართ მორჩილებას გაუსვა და განაცხადა, ის როგორც ახალი მღვდელმთვარი მუდამ იზრუნებს ამაზე.

პერისტერის მიტროპოლიტ გრიგოლის მოკლე ბიოგრაფია:

გახლავთ ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კანონიკური სამართლის პროფესორი.

1978-1982 წლებში სწავლობდა თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი).

1983-1985 წლებში სწავლობდა იგივე უნივერსიტეტის იგივე ფაკულტეტზე კანონიკური სამართლის განხრით (მაგისტრატურა).

1981-1985 წლებში სწავლობდა იგივე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი).

1984-1988 წლებში სწავლობდა იგივე უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი).

1988-1990 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიულ და კანონიკური სამართლის ფაკულტეტებზე (მაგისტრატურა).

1988-1990 წლებში პარალელურად სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში რელიგიების ისტორიისა და რელიგიური ანთროპოლოგიის განხრით (მაგისტრატურა).

1991-1994 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე კანონიკური სამართლის განხრით.

1989-1994 წლებში ეტაპობრივად სწავლობდა შამბეზის (შვეიცარია) მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ინსტიტუტში (მაგისტრატურა).

მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციებში. არის კანონიკური და საეკლესიო სამართლის წიგნების ავტორი.

უმაღლეს დონეზე ფლობს ძველ ბერძნულს, ლათინურს, ებრაულს, ფრანგულს, ინგლისურს, რუსულსა და ესტონურ ენებს.

დღევანდელი საღმრთო ლიტურგიისა და ეპისკოპოსად კურთხევის სანახავად იხილეთ შემდეგი ვიდეო:

ფოტომასალა:

ბოლო სიახლეები