საბერძნეთი: წმინდა სინოდმა კასტორიის ახალი მიტროპოლიტი გამოირჩია

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რეგულარულ სხდომაზე კასტორიის ახალ მიტროპოლიტად გამოირჩიეს არქიმანდრიტი კალენიკე, რომელიც აქამდე ნავპაკტოს ეპარქიის მთავარხუცესი გახლდათ.

კრებაზე 74 ხმიდან 47 არქიმანდრიტმა კალენიკემ მიიღო, 26 – არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ და 1 – არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, კასტორიის ეპარქიის წინა მმართველი, მიტროპოლიტი სერაფიმე გასულ წელს კორონავირუსით გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები