საბერძნეთი: წმინდა სინოდმა ლანგადას ახალი მიტროპოლიტი გამოირჩია

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 8 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ლანგადას დაქვრივებულ ეპარქიაში არქიმანდრიტი პლატონი (კრიკრისი) ახალ მიტროპოლიტად გამოირჩია.

ლანგადას ახალი მიტროპოლიტი პლატონი სწავლობდა ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი). მაგისტრატურაზე სწავლობდა თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე (1996-1998 წწ). მომდევნო წელს უმაღლესი შეფასებით მიიღო მაგისტრის ხარისხი საეკლესიო ისტორიისა და დოგმატური ღვთისმეტყველების სფეროში. 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა არისტოტელეს უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი.

შეგახსენებთ, ლანგადას ეპარქიის წინა მმართველი, მიტროპოლიტი იოანე გასულ წელს კორონავირუსით გარდაიცვალა

ბოლო სიახლეები