საბერძნეთი: წმინდა სინოდმა პერისტერის ახალი მიტროპოლიტი გამოირჩია

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რეგულარულ სხდომაზე პერისტერის ახალ მიტროპოლიტად გამოირჩიეს არქიმანდრიტი გრიგოლ პაპათომასი.

კრებაზე 114 ხმიდან 63 არქიმანდრიტმა გრიგოლ პაპათოასმა მიიღო, 33 არქიმანდრიტმა კალინიკე ნიკოლაუმ და 18 არქიმანდრიტმა გერასიმე კარამოლეგომ.

არქიმანდრიტ გრიგოლ პაპათომასის მოკლე ბიოგრაფია:

გახლავთ ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კანონიკური სამართლის პროფესორი.

1978-1982 წლებში სწავლობდა თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი).

1983-1985 წლებში სწავლობდა იგივე უნივერსიტეტის იგივე ფაკულტეტზე კანონიკური სამართლის განხრით (მაგისტრატურა).

1981-1985 წლებში სწავლობდა იგივე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი).

1984-1988 წლებში სწავლობდა იგივე უნივერსიტეტის სამოძღვრო და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი).

1988-1990 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიულ და კანონიკური სამართლის ფაკულტეტებზე (მაგისტრატურა).

1988-1990 წლებში პარალელურად სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში რელიგიების ისტორიისა და რელიგიური ანთროპოლოგიის განხრით (მაგისტრატურა).

1991-1994 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე კანონიკური სამართლის განხრით.

1989-1994 წლებში ეტაპობრივად სწავლობდა შამბეზის (შვეიცარია) მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ინსტიტუტში (მაგისტრატურა).

მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციებში. არის კანონიკური და საეკლესიო სამართლის წიგნების ავტორი.

უმაღლეს დონეზე ფლობს ძველ ბერძნულს, ლათინურს, ებრაულს, ფრანგულს, ინგლისურს, რუსულსა და ესტონურ ენებს.

ბოლო სიახლეები