საბერძნეთი: წმინდა სინოდი დღეს ორ მღვდელმთავარს გამოირჩევს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 7 ოქტომბერს საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მეოთხე დღეს ლანგადას და კასტორიის დაქვრივებული ეპარქიებისთვის ორ ახალ მღვდელმთავარს გამოირჩევს.

მას შემდეგ, რაც წმინდა სინოდის სამი წევრი, მესინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, კიფისიის მიტროპოლიტი კირილე და მანის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი რიგ საკითხებზე მოხსენებას წაიკითხავენ, დაიწყება ორი მღვდელმთავრის არჩევის პროცესი, რომელიც ფარული კენჭისყრის მეთოდით წარიმართება.

ბოლო სიახლეები