საბერძნეთი: 4-8 ოქტომბერს იერარქიის წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საბერძნეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის 26 აგვისტოს მუდვმივმოქმედი წმინდა სინოდის განჩინებით 4 ოქტომბერს იერარქიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება და ოთხი დდღე გაგრძელდება. კრების სამუშოები პენდელის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში დაიწყება.

4 ოქტომბერს დილის 6:30-ზე ამავე მონასტრის მთავარ ტაძარში ქიროტონიით უახლესი (უკანასკნელი) მღვდელმთავარი, ლიმნის მიტროპოლიტი იეროთეოსი ლიტურგიას აღასრულებს, ხოლო დილის 9 საათზე წმინდა სინოდის თავმჯდომარე, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი იერონიმე კრების მუშაობას სპეციალური მსახურებით (ლოცვით) გახსნის, რის შემდეგაც წმინდა სინოდის წევრებს სიტყვით მიმართავს, ხოლო მღვდელმთავართა სახელით სიტყვას ქიროტონიით უპირატესი მიტროპოლიტი წარმოსთქვამს.

მისასალმებელ სიტყვათა წარმოთქმის შემდეგ მოხდება სინოდალური კომისიების 2019-2020 და 2020-2021 წლების ანგარიშის წარდგენა.

მომდევნო დღეებში სინოდის წევრები სხვადასხვა საკითხებზე მოხსენებებს წაიკითხავენ და შესაბამის განჩინებებს მიიღებენ.

8 ოქტომბერს დილის 9 საათზე იერარქიის წმინდა სინოდი ხუთი დაქვრივებული ეპარქიისთვის მიტროპოლიტებს გამოირჩევს.

ბოლო სიახლეები