სიტყვიერი დაპირისპირება მღვდელსა და მასწავლებელს შორის წყალკურთხევის დროს სკოლაში [ვიდეო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საბერძნეთში ახალი სასწავლო წლის დალოცვა ტრადიციულად წყალკურთხევის მსახურებით დაიწყო. 

ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მცირე აიაზმის მსახურებას არქიმანდრიტი სებასტიანე (ტოპალი) აღასრულებდა, მღვდელმა გამოაცხადა, რომ თუკი ვინმეს სურვილი ჰქონდა ჯვარზე მთხვევის და წყლის სხურების მისულიყვნენ მასთან ამისთვის, რა დროსაც ერთ-ერთმა ქალმა მასწავლებელმა, შენიშვნა მისცა იმ მოსწავლეებს, რომლებიც მივიდნენ ჯვარზე სამთხვევად და დაუძახა, რომ სახიდან არ მოეხსნათ პირბადეები, რაზეც აღშფოთება გამოხატა მამა სებასტიანემ და მასწავლებელს მიმართა:  “ჯვარი დააინფიცირებს ადამიანებს?!გრცხვენოდეთ! ჩემს თვალწინ მაინც როგორ ბედავთ ამის თქმას?! სკოლის ხელმძღვანელობამ მოვიდა და ემთხვია ჯვარს უპირბადოთ და მაგალითი მისცა ბავშვებს თაყვანისცემისა და კრძალვისა! თქვენ რა მაგალითს აძლევთ ბავშვებს?! როგორ შემაწყვეტინეთ წყალკურთხევის მსახურება და ჩაერიეთ კიდეც ჩემს მსახურებაში?! სირცხვილი თქვენ!” – თქვა არქიმანდრიტმა.

ბოლო სიახლეები