უნეტარესი იერონიმე მღვდელმთავრებს: “ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით!” [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საბერძნეთის ეკლესიის წმიდა და დიდი სინოდის სხდომის პირველი დღე დასრულა. 

დღეს, 2021 წლის 4 ოქტომბერს, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსის იერონიმე მეორის მოწვევითა და თავმჯდომარეობით დაიწყო იერარქიის წმიდა სინოდის რეგულარული სხდომა.

წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრები საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ, რის შემდეგაც დაიწყო კრების მუშაობა.

მისასალმებელ სიტყვაში საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური პანდემიისგან გამოწვეულ საკითხებს შეეხო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. გარდა ამისა, მისმა უნეტარესობამ მღვდელმთავრებს მოუწოდა ნუ გასცდებიან ეკლესიის სინოდურ სისტემას და ხაზი გაუსვა გარემოებას, როდესაც წმიდა სინოდი იღებს განჩინებას, ყველა მღვდელმთავარი ვალდებულია მორჩილება გამოიჩინოს მის მიმართ: 

“ეკლესია ერთია და მისი ხმაც ერთი უნდა იყოს, რომელიც გამოიხატება სინოდში, როგორც გამაერთიანებელი ძალა ყველა ჩვენგანის ცხონებისთვის. არ შეგვიძლია დავუშვათ შეცდომები და თვითიზოლაციაში მოვექცეთ. მოგიწოდებთ, შევიცნოთ ჩვენი პასუხისმგებლობები და ეკლესიის სინოდური სისტემის მიმართ გამოვიჩინოთ მორჩილება. წინააღმდეგობების ხმები იჩენს თავს და ამითი ეშმაკს უხარია, რომ “გაყოფის ხეს ვრწყავთ”. დაე, ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით!” – განაცხადა საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა.

მისასალმებელი სიტყვის დასასრულს უნეტარესი იერონიმე მეორე შეეხო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალებს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო, ისევე, როგორც ყველა მეცნიერებას, ასევე მხარს დაუჭერს თეოლოგიასაც, რადგან ეკლესია მზად არის მიიღოს თეოლოგიური სკოლების კურსდამთავრებულები, რათა გახდნენ სასულიერო პირები და ეკლესიას გამოადგნენ.

კრებაზე ასევე გადაწყდა შეიქმნას ახალი სინოდური კომისია, რომელიც ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების მიმართულებით იმუშავებს.

პირველი დღის მუშაობის დასრულებამდე კენჭისყრის მეთოდით მოხდა სამღვდელმთვროდ გამზადებულ სასულიერო პირთა კატალოგის შევსება.

წმიდა სინოდის მიმდინარე სხდომის მუშაობა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დასრულდება.

ბოლო სიახლეები